მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა და აზრთა სხვადასხვაობისა, ტექნიკური მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატის საკითხზე პრეზიდენტი კონსულტაციებს ისევ აგრძელებს – სალომე ზურაბიშვილი ნიკა გილაურს შეხვდა, თუმცა, ოფიციალურად ადმინისტრაცია მისთვის პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებას არ ადასტურებს.
ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია ტექნიკური მთავრობის ფარგლებში ნიკა გილაურის კანდიდატურა. მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კონცენტრაცია მხოლოდ არჩევნებზე უნდა იყოს და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი კენჭისყრის შემდეგ უნდა დაიწყოს.