საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი გახარიას პარტიას და კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, მოლაპარაკებებისთვის საკუთარ სასახლეში იწვევს.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს მათ გაერთიანებას. მისივე თქმით, არჩევნების დღე ახლოვდება და გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო რჩება. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იმისთვის რომ 26 ოქტომბერს, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, არჩევანი გაუმარტივდეს, საჭიროა შეიქმნას მესამე ცენტრი. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ გახარიას პარტია და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ გაერთიანებას შეძლებენ.
პრეზიდენტის მოწოდებას უკვე გამოეხმაურნენ გიორგი გახარიას გუნდში.