საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ვინ მივა ორბელიანების სასახლეში და ვინ არა, დღის განმავლობაში გაირკვევა. დილიდან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ „ლელოს“ ლიდერები. ცნობილია ისიც, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობას არ აპირებს გიორგი გახარიას პარტია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის საკითხზე უნდა შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, რომელშიც ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. მან ოპოზიციას ევროინტეგრაციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს წარადგინა. აღნიშნული შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.