საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი იყო. სალომე ზურაბიშვილმა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს ახალი წინადადებით მიმართა, რაც დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტს უკავშირდება. შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობის საკითხებიც განიხილეს.