მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტიც. „ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. “, – წერს სალომე ზურაბიშვილი.