თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის მიმდინარე წლის 15 ივლისის განკარგულება შეაჩერა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნას ეხება. ამის შესახებ სასამართლომ განცხადება გაავრცელა. საქმეზე სამართალწარმოების დასრულებამდე, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება 22 ივლისით თარიღდება. დაკმაყოფილდა მ.კ.-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.