საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს. სარჩელში რომელიც დღეს სასამართლოში ეკა ბესელიამ შეიტანა, საუბარია იმაზე, რომ დაირღვა არჩევნების ორი ძირითადი პრინციპი: საყოველთაობა, რადგან ემიგრანტებს, მისი შეფასებით არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ასევე, დაირღვა ფარულობის პრინციპიც.
ეკა ბესელიას განცხადებით, ამ ორი პრინციპის დარღვევის საფუძველზე მოითხოვს პრეზიდენტი შედეგების ბათილად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს სარჩელის მისაღებად, თუმცა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია საკითხი დაჩქარებული წესით განიხილოს.
საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.