„სალომე ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია“ – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი უკვე ჩავარდნილია და წარმატების პერსპექტივა არ აქვს. მისივე თქმით, პროექტი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.