საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარებაზე, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.
შეგახსებეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, – სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს, „მძინარას“ უწოდებს, – რაც მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან წაიშალა.