საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად უკრაინულ მედიასთან ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.
„უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვები ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე და ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლზეც დაისვა. სახელმწიფოს მეთაური შეწყალების მექანიზმის გამოყენებას გამოსვლად არ მიიჩნევს და ამ კონტექსტში საზოგადოების ნაწილის განწყობებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებზე მიუთითებს. თუმცა, პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტის საკითხზე მთელ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ყოფილ პრეზიდენტთან ღირსეული მოპყრობის ფორმების მოძიებაზე მუშაობს. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ფორმად კიდევ ერთხელ ახსენებს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ფორმას.
უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სააკაშვილის საკითხზე გამოსვლის პოვნაში დარწმუნებულია და რა რეაქციები მოჰყვა მის ახალ განცხადებას პოლიტიკურ წრეებში, – თამუნა წიკლაური დეტალებით.