საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრებენ ბრიუსელში.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბელგიის დედაქალაქში პირველად ჩავიდა.
სახელმწიფოს მეთაური ხვალ ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს. ვიზიტის დროს იგეგმება აუდიენცია ევროპარლამენტის ხელმძღვანელთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან.