ფრანგულ-ქართული ურთიერთობის ახალი ფურცელი და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საფრანგეთის პირველი პირი გმობს რუსეთის აგრესიას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ემანუელ მაკრონისა და სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვასაც უპასუხეს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართვლოს ომის დროს რუსეთის აგრესიასა და კონფლიქტის მოგვარებაში საფრანგეთის როლს შეეხო. მანმადე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.