პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშასა და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს.

შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.