პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი. მოლაპარაკებები დაგეგმილია ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდება. აუდიენცია დაგეგმილია ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ.