ზუგდიდში “პრეზიდენტის ნაძვის ხის” კონცერტი მიმდინარეობს. ბავშვებს საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობს. სალომე ზურაბიშვილი სცენაზე ოთხოზორიას შვილებთან ერთად ავიდა და მათ სამოქალაქო თავდადების მედალი გადასცა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ რეგიონები მისთვის პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ პრეზიდენტის სახალხო ნაძვის ხე პირველად სწორედ რეგიონში გაიმართა.