ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ პესიმისტურ პროგნოზს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ უპასუხებს, რადგან ეს კინკლაობა საერთო პროცესს დააზარალებს. ამის შესახებ კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ადმინისტრაციის წევრები „ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს ხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სასამართლოში რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა, ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პესიმისტურია.