პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში, ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში, ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.
პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტიც შეაფასა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა. ვიცერექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.