მმართველ გუნდში საკმაოდ მწვავე რეაქციები გამოიწვია პრეზიდენტის გუშინდელმა მიმართვამ.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და საფრანგეთის პირველ პირს მოუწოდა, რომ ევროკავშირის ლიდერების დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვაც შეიტანონ. სახელმწიფოს მეთაურის ამ ნაბიჯს მიესალმებიან ოპოზიციურ ფლანგზე. მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უჩივის.
რა გამოხმაურება მოჰყვა მიმართვას, არაერთგვაროვან შეფასებებს, ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.