სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ელჩებს დემარშისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ მისიებში მყოფებს მოუწოდებს საკუთარი არჩევანი ახლავე გააკეთონ და არ დაელოდონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ზურაბიშვილის შეფასებით, ახლა დიპლომატები გაურკვევლობაში არიან, რადგან ერთის სწამთ, მეორეს კი ამბობენ. პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მათი მთავარი მიზანი ევროინტეგრაცია და ევროპულ გზაზე სვლა უნდა იყოს.