პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების გაძლიერება სჭირდება.
ამ განცხადებამდე კი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა პრემიერს, მთავრობასა და უმრავლესობას, რომ გაემიჯნონ იმ ოთხეულს, რომლებიც პარტნიორების მისამართით რიტორიკით გამოდიან.
პრეზიდენტს „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები პასუხობენ. მათი თქმით, პრეზიდენტს არა მარტო მათი, არამედ საზოგადოების ნახევრის არ ესმის. დეპუტატებმა ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას მიუღებელი უწოდეს.
ოპოზიციური პარტიებისთვის დასავლეთის კრიტიკა მიუღებელია – აქცენტი აშშ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის საჭიროებასა და გაძლიერებაზე კეთდება.