„თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას“ – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.