შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველო უკვე 30-წლიანი ზრდასრული სახელმწიფოა და დროა, ქვეყანა უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე გადავიდეს, – თქვა ზურაბიშვილმა. მისივე განმარტებით, საახალწლო მიღება პრეზიდენტისთვის ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა და მომდევნო დღეებში სამხედრო ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ღონისძიებაზე არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტია „დროა“ და „ევროპული საქართველო“.