იეზიდთა თემს სალომე ზურაბიშვილი „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაულს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია. ეს კი, მისივე თქმით, ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.