საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას 22 წლის მოკლული ახალგაზრდას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს თავს დაესხნენ. სასიკვდილო ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით მიაყენეს.