პრეზიდენტის ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით პროცესის დაწყების საჭიროებაზე, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, ისევ განხილვის თემაა. ოპოზიცია ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დისკუსიის დაწყება მნიშვნელოვანია, თუმცა მათივე თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ ვითარების განმუხტვა დიდ წილად ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული.