მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თელავში ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე სახელმწიფოს ახალი მეთაურისა და მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად თითქმის ყველაფერი მზად არის. პირველად ქვეყნის ისტორიაში მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტები, ინაუგურაციაზე ერთად იქნებიან. ცერემონიაზე დასასწრებად თელავში უკვე გაემგზავრა კათოლიკოს პატრიარქი.
ჟანა დიდებაშვილი ადევნებს თვალს სამზადისს თელავში და ის ახლა “მოამბის” პირდაპირ ეთერს უერთდება – რა სტადიაშია პროცესი?