პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - შეფასებები

რა შედეგით დასრულდება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი? – „ქართული ოცნება“ დაანონსებულ პროცესს უკვე მსვლელობას აძლევს. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებისთვის ემზადება და ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საჭირო 50 ხელმოწერის მობილიზებას იწყებს. სასამართლომ მიმართვიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უზენაესი კანონი, რის შემდეგაც, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის 100 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. უკვე ცნობილია, რომ მმართველ პარტიის ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არ დაუჭერს.