რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის – კონსტიტუციის ორი, 49-ე და 52-ე მუხლის განმარტება და შინაარსი სამართლებრივი დავის მონაწილეებს შორის დღესაც განხილვის მთავარი თემა იყო.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს კითხვები ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელთა განცხადებებზე. თუ სალომე ზურაბიშვილი შეუთანხმებელი სამივე ვიზიტის დროს არ ახორციელებდა არც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და არც საგარეო პოლიტიკას – რა მიზანი და შედეგი ჰქონდა მის მიერ განხორციელებულ ვიზიტებს. პაექრობის დროს დღეს მოსამართლეებმა რამდენჯერმე მოუწოდეს მხარეებს, არ გასცდენოდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს.