ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაწყებული დავა სასამართლოში ინაცვლებს.
მმართველი გუნდი 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანს. „ქართული ოცნების“ გუნდი მისივე მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და ახლა სასამართლოსგან ელოდება საბოლოო პასუხს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მთავარი კანონის დარღვევის შესახებ.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და პროცესს პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებზეც იმყოფებოდნენ.
რა საკითხებზე გამართა ოპოზიციამ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და არის თუ არა მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემა, – ამას თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.