ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი კანონი, პოლიტიკურ წრეებში აქტიურდება კითხვა – პლენუმის მხრიდან წარდგინების ავტორი, მმართველი პარტიის პოზიციის გაზიარების შემთვევაში, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე მივიდეს. ხელისუფლების ოპონენტები ცალ-ცალკე იმპიჩმენტს კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, თუმცა უჭირთ პროგნოზირება როგორი იქნება კოლეგების ქცევა გადაწყვეტ მომენტში. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტია თავიდანვე აცხადებდა, რომ კონსტიტუციური წარდგინების მთავარი მიზანი არა ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, არამედ მისი მხრიდან უზენაესი კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცება და კონსტიტუციის დაცვაა.