პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას არ ცვლის და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ემზადება. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია დაარღვია. ზურაბიშვილი პირველია ქვეყნის ხუთ პრეზიდენტს შორის, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. თუმცა, პრეზიდენტის გადაყენებისთვის „ქართულ ოცნებას“ საკმარისი 100 ხმა არ აქვს.

უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობის პოზიციას იზიარებენ „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა მაინც ვერ გროვდება. ოპოზიცია კი მმართველი პარტიის მხარდაჭერას არ გეგმავს და ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

უფრო დეტალურად, როგორია მხარეთა პოზიციები, კესო ქაფიანიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.