უნდა დაიწყოს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი – ეს პოლიტიკურ მხარეებს შორის დავის საგანია.
ოპოზიცია იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებს და „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ და განზრახ დარღვევაზე საუბრობს, რაც რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.