„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრას არ დაესწრებიან. გადაწყვეტილება დღეს გამართულ პოლიტსაბჭოზე მიიღეს. პოლიტსაბჭოზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა განიხილეს ახალი პლატფორმის შექმნის საკითხი, რომელსაც მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება უხელმძღვანელოს. პარტიის ლიდერის განცხადებით პოლიტსაბჭოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, თუმცა ხმაური არა პოლიტიკური, არამედ სოციალურ ეკონომიკური საკითხების განხილვას მოჰყვა.