პრეზიდენტის იმპიჩმენტი - გამოხმაურებები

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ განხილვის თემაა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული პროცედურისთვის 80 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროპულ მომავალთან არანაირ კავშირში არაა და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე არ იმოქმედებს. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ყველა მოქალაქე, მათ შორის პრეზიდენტი ვალდებულია კონსტიტუციას პატივი სცეს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს 9 საათზე, პირველი არხის ეთერით საზოგადოებას მიმართავს.