პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - გამოხმაურება

მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცედურებს განაგრძობს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერებს მმართველი პარტია საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მომავალ კვირაში წარუდგენს. სწორედ კომიტეტმა უნდა დაადგინოს ხელმოწერების ნამდვილობა. ამის შემდეგ, დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. საჭირო იყო მინიმუმ 50 ხელმოწერა, თუმცა დოკუმენტს ხელს „ქართული ოცნების“ ოთხმოცზე მეტი დეპუტატი აწერს. იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა.