პრეზიდენტის გზავნილები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სადავო სიის შეფასებისგან პრეზიდენტი თავს იკავებს.

მმართველ გუნდში მიმდინარე პრეცესებზე და ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე მედიამ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დღეს პირველად მოისმინა. სახელმწიფოს მეთაური ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური პერსონა არ არის, სწორედ ამ არგუმენტით კონკრეტულ მოსამართლეებზე აზრის გამოთქმას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით, პრეზიდენტს კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე მმართველი პარტიისთვის საკუთარი რეკომენდაციების გაზიარებაც არ სურს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ უთანხმოებას, სალომე ზურაბიშვილი არც ამ პროცესში აპირებს ჩართვას. თითქმის ყველა საკითხზე საუბრის დროს დღეს პრეზიდენტი განსაკუთრებით თავშეკავებული და ფრთხილი იყო.

ანა ბროლაძე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.