პრეზიდენტის განკარგულება - პოლიტიკური შეფასებები

ყველა ინსტრუმენტის გამოყენება 12 პუნქტის შესასრულებლად – ასეთი იყო პრეზიდენტის არგუმენტი რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა პოლიტიკურ პარტიას საკომიტეტო ფორმატით მუშაობისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ისიც გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა. იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას და სხდომა ჩაინიშნოს, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, მმართველი გუნდი კი მხარდაჭერას არ აპირებს. ამ მოცემულობით ოპოზიციის ნაწილის სურვილისა და პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, სესიის ჩანიშვნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა საბოლოოდ რიგგარეშე სესიის ბედი სავარაუდოდ ორშაბათს გაირკვევა. ამასთან, მმართველი გუნდი ოპონენტებს მომავალ კვირას სამუშაო ჯგუფის ფორმატში დეოლიგარქიზაციის საკითხზე სასაუბროდ იწვევს.

თამარ წიკლაური გიამბობთ დეტალებს.