პარლამენტი დღეიდან ოფიციალურ არდადეგებზეა, თუმცა, დეპუტატები მხოლოდ ფორმალურად დაისვენებენ. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, პოლიტიკური პროცესები ისევ აქტიურ ფაზაშია. სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები და გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო განხილვისა და მწვავე კრიტიკის მთავარი თემაც.
მმართველი გუნდი ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს დესტრუქციულს უწოდებს და პოლიტიკურ დღის წესრიგში მის მინიმალურ როლზე მიუთითებს. კრიტიკული იყო ოპოზიციაც, რომელმაც მარგველაშვილი საზოგადოების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
რა განცხადებები გაკეთდა და როგორი იყო დღის მთავარი პოლიტიკური შეფასებები, შორენა ხვიჩია დეტალებით.