ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა ამ თემაზე თელავში, სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. საკითხზე საქართველოს მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებას სახელმწიფოს მეთაური ეფექტურს უწოდებს. პრეზიენტის თქმით, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე აუცილებელია ერთობლივი მუშაობა.