პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ თქვა მთავრობამ ევროკავშირის სესხზე უარი. მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში კრიზისია, საერთაშორისო ვალის შემცირება პრიორიტეტული არ უნდა იყოს.

პრეზიდენტის ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციური სპექტრი დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილის ამ პოზიციას. მის მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი გუნდი.