რისი თქმა სურდა პრეზიდენტს და რატომ დასჭირდა მის განცხადებას დამატებითი განმარტება.
გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ პუტინთან რაციონალური დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა კონკრეტული პირობით. მის სურვილს მმართველმა გუნდმა რეალობას მოკლებული უწოდა, ოპოზიციამ კი რუსეთის ლიდერის გარდაქმნა ილუზიად შეაფასა. ერთად-ერთი პოლიტიკური ძალა რომელმაც მოიწონა პრეზიდნტის გამოსვლა, პატრიოტთა ალიანსი იყო, თუმცა მარგველაშვილის განცხადება დაგვიანებულად მიიჩნიეს.