მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას პასუხობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას ემსახურება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარტნიორების განცხადებებთან.