ხელისუფლების მისამართით საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა უკვე ორი დღეა შეფასებების საგანია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიისგან მხოლოდ საუბრით განსხვავდება და მისი კრიტიკა მოქმედებებში არ გამოიხატება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები უადგილო და უხერხული იყო. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფს.