ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელზეც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ იყოს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხმა შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ექსპრეზიდენტის მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან. ნიკა მელიას და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ ჰქონდათ თავად პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამის შესახებ განცხადება გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრების შესახებ მათ უნდა სცოდნოდათ.