დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლის გამო პრემიერს ოპოზიციასთან ერთად პრეზიდენტიც აკრიტიკებს.
სალომე ზურაბიშვილისთვის ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები აბსურდული და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. არჩევის შემდეგ პირველად, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იყენებს და მოსმენის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ვეტოს ადებს. არგუმენტად ადამიანის უფლებების შეზღუდვა და კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები სახელდება. ოპოზიცია კმაყოფილია, თუმცა გადაწყვეტილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, რომელიც ვეტოს დაძლევას აანონსებს. თავის მხრივ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაცემად დათქმულ ვადაში მისთვის მიუღებელ ყველა კანონპროექტზე ვეტოთი იმუქრება სალომე ზურაბიშვილი.