პრეზიდენტის განცხადება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს შეიარაღებული ძალებისა და ღონისძიების სხვა მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების კრიტიკას დიდი დრო დაუთმო. არაერთხელ გამოიყენა სიტყვები – ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარი. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსგავსი შინაარსის გამოსვლას მმართველი პარტია უხერხულსა და საზოგადოების დაყოფისკენ მიმართულს უწოდებს. ხელისუფლების კრიტიკის ავტორი თავადაც გახდა კრიტიკის ადრესატი. ისმოდა უკმაყოფილო შეძახილებიც. მისი გზავნილები ოპოზიციისთვისაც მხოლოდ სიტყვები აღმოჩნდა, ხელისუფლების ოპონენტები ზურაბიშვილისგან ქმედებებს ითხოვენ.