საქართველოს პრეზიდენტი სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ცოტა ხნის სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ის პირები, რომელთა ჩამოსვლამაც მღელვარება გამოიწვია, ქვეყანაში აღარ იმყოფებიან.
პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, საზღვრები სთანადოდ გააკონტოლოს და სანქცირებული პირების ქვეყანაში შემოსვლა არ დაუშვას. რაც შეეხება ფრენებს მოსკოვთან, ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტს უცხადებს ქართულ ავიაკომპანია „აირზენას“ და თქვა, რომ მისი მომსახურებით აღარ ისარგებლებს.