პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა ამ პროცესში ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი გამოიყენონ.