პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრებს. წლიური ანგარიშით პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე 14 მარტს წარდგება. გადაწყვეტილება ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ექნებათ გამოსვლის საშუალება. ყოველწლიური მოხსენება კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ თარიღის ჩასანიშნად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის კონსულტაცია გაიმართა.