ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ი წლისთავია“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.